|
2016-04-14 17:12:51, 588 ნახვა
საზოგადოება
„m² ყაზბეგზე“ მცხოვრებლების შესახლების პროცესი დაიწყო
„m² ყაზბეგზე“ საცხოვრებელი კომპლექსის ბინებში შესახლების პროცესი დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 25 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მობინადრეებს ბინები დასრულებული რემონტით ჩაბარდებათ, სადაც დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. აპრილიდან ბინის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ, მათი მოთხოვნების შესაბამისად სრულად გარემონტებულ ბინებში. „m² ყაზბეგზე“ m²-ის მეორე ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც კომუნალური გადასახადების 23%-მდე დაზოგვას უზრუნველყოფს. საცხოვრებელ კომპლექსს „m² ყაზბეგზე“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამზირზე, ყაზბეგის N25-ში, წითელი ბაღის მიმდებარედ მდებარეობს. საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომს, შიდა ეზოს მრავალწლიანი ნარგავებით, მოსასვენებელ და საბავშვო ზონებს. ამ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაა დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. „m² ყაზბეგზე“ კომპანიის მეორე პროექტია, სადაც დამონტაჟდა ცნობილი ფინური ბრენდის, KONE-ს ლიფტები აღჭურვილი ქართული ხმოვანი შეტყობინებით. მთელი კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია პანდუსები შეუზღუდავად გადაადგილებისათვის. დამატებითი კომფორტისთვის, m² უზრუნველყოფს კომპლექსის მოვლის მომსახურებას: 24-საათიანი დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებას და გამწვანების მოვლის მომსახურებას, ყველა ამ მომსახურების საფასურსს ახალმოსახლეთათვის, ერთი წლის განმავლობაში კომპანია დაფარავს. დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება” „m² ყაზბეგზე“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2013 წლის დეკემბერში განაცხადა და ამ პროექტზე თავიდანვე რეკორდულად მაღალი გაყიდვების ტემპი დაფიქსირდა. ამ დროისთვის კომპლექსში არსებული 295 ბინიდან, 90% გაყიდულია და მხოლოდ 29 ბინა ელის მომავალ მფლობელს. „m² ყაზბეგზე“ საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. „m² ყაზბეგზე“ დეველოპერული კომპანიის მეოთხე დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია. დამატებითი ინფორმაცია დასრულებული და მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.m2.ge (R)
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)