|
2016-04-13 16:50:22, 477 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი: ტიტას ხეს, რომელმაც შავი ზღვა გადმოცურა, მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე კვირიკაშვილს
ტიტას ხეს, რომელმაც შავი ზღვა გადაცურა, უფრო მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე კვირიკაშვილს მისი პრემიერად მოღვაწეობის 100 დღეში, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მოსახლეობა უიმედო ადამიანებად გადააქცია. "100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი პრემიერი გახდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ის მიმდინარე კვირას ამ 100 დღის შეჯამებას აპირებს. ეს იქნება შეხვედრა, სადაც გაგვაცნობს ალბათ მორიგ გეგმას, რომელიც არ შესრულდება, რადგან როგორც წესი "ოცნების" არცერთი პირობა არ სრულდება. ჩვენ გვაქვს კითხვები პრემიერთან - როგორ მოახერხა მოსახლეობის 70%-ს ჩაეთვალა, რომ ის სიღარიბეში ცხოვრობს?! როგორ მოხერხდა, რომ 57 % თვლის, რომ კრიმინალი გაიზარდა, 65% თვლის რომ დაუსაქმებელია და მხოლოდ 20 % მიიჩნევს რომ საქართველო სწორად ვითარდება. სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მოსახლეობა უიმედო ადამიანებად გადააქცია”, - განაცხადა ნადირაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაში ვითარება ყველა მიმართულებით გაუარესებულია. „რაც შეეხება პოლიტიკურ ფონს - 100 დღის განმავლობაში ბევრი ცუდი რამ მოხდა. მაგალითად ერთერთ ოპოზიციის ლიდერს შუა ქალაქში ესროლეს და ჩვენ დღემდე არ ვიცით რა მოხდა. გამოძიებას არ გაუცნია საზოგადოებისთვის მოტივი. ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. რა ხდება საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით? - ერთი ნაბიჯიც არაა წინ გადადგმული იმისთვის, რომ ეს გარემო გაუმჯობესდეს. ჩვენ რომ შევაჯამოთ ეს 100 დღე, მივიღებთ სურათს, რომ ყველა მიმართულებით ვითარება გაუარესებულია. ტიტას ხეს, რომელმაც გადმოცურა შავი ზღვა, მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე კვირიკაშვილს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)