|
2016-04-12 13:13:28, 412 ნახვა
პოლიტიკა
ქუცნაშვილი: საპარლამენტო მმართველობის სისტემაში შეუძლებელია პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური ლიდერი იყოს
„ქართული ოცნების“ დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, საპარლამენტო მმართველობით სისტემაში ნორმალურია, რომ პრემიერი, პარლამენტის წევრად წარდგენის შემთხვევაში, აღარ გადადგეს. მისივე თქმით, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში შეუძლებელია პრემიერ მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყოს. „ერთი შეხედვით, მართლაც ასე ჩანს, რომ პრემიერმინისტრისთვის შეუთავსებლობა არ იქნება პასიური საარჩევნო უფლების გამოყენებისას. მაგრამ, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში შეუძლებელია პრემიერ მინისტრი იყოს ოპოზიციური პარტიის ლიდერი, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში პრემიერი ყოველთვის არის მმართველი პარტიის ლიდერი. გამოდის ის, რომ ყოველი 4 წლის მორიგი არჩევნების წინ, პრემიერი უნდა გადადგეს და თან გადადგეს კენჭისყრამდე 30 დღით ადრე. მოგეხსენებათ, სიის წარდგენის ბოლო ვადა არის 30 დღე.შესაბამისად, ის ერთი თვე პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, დაამტკიცოს ახალი მთავრობა, რაც აბსურდია იქიდან გამომდინარე, რომ ამ ორკვირიან მთავრობას არანაირი ძალა არ ექნება და მეორეც პარლამენტს პირდაპირ ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეკრებების ჩატარება. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო მმართველობით სისტემაში ეს არის ნორმალური იმიტომ, რომ ვერავინ დამისახელებს, რომ საპარლამენტო მმართველობით სისტემაში ოპოზიციური პარტიის ლიდერი შეიძლება იყოს პრემიერი“,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრს, თუ ის პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი, თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება. აღნიშნულს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, აღნიშნული დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციას არ შეესაბამება. „პრემიერმინისტრი, როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ან მმართველი კოალიციის პოლიტიკური ლიდერია და ახალ საპარლამენტო არჩევნებში წარუძღვება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს. პრემიერმინისტრის მონაწილეობა საყოველთაოდ დაშვებული და გავრცელებული მოვლენაა. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერმინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. ასეთი ვითარება კი, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც შესაძლოა, 2 თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, არანაირად არ შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები - ზვიად კვაჭანტირაძე და ვახტანგ ხმალაძე არიან.
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)