17:36 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-03 16:43:45, 467 ნახვა

სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძეს საპროცესო გაუფორმეს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ - ორივე ბრალდებულს ერთნაირი პირობით: 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა საპატიმროში და 2 წელი პირობითი მსჯავრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მათგანი ციხიდან მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოვა.

მსჯავრდებულებმა წარდგენილი ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას თავად მიმართეს. 

ცნობისთვის, ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძეს 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. მათ ბრალად ედებოდათ ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ქალს რომელიც 11 წლის შვილს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, ბრალდება წარედგინა
4 ოქტომბრის საქმეზე ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძეს საპროცესო გაუფორმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics