11:11 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 11:20:09, 383 ნახვა

პოლიტიკა
NDI: საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ გამოკითხულთა 47% რუსეთს, 8% კი,

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი  კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

 კერძოდ, კითხვაზე- რომელი ქვეყანა, ან ორგანიზაცია წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, გამოკითხულთა 47% - მა რუსეთი დაასახელა, 8%- მა- " ისლამური სახელმწიფო", 7%- მა- აშშ, 5%- მა თურქეთი, 2%- მა- ნატო, სომხეთს, ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ გამოკითხულთა 1- 1% მიიჩნევს.

კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics