2026-10-01 15:06:30, 291 ნახვა
პოლიტიკა
შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეწამყვან ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება.
ინფორმაციას ვახო სანაია Facebook-ზე ავრცელებს.
„გენიალური ამბავი მაქვს შსს მიჩივის ფეისბუქზე დაწერილი ორი სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო.
პირველი სტატუსი 22 ივლისსაა დადებული დაჭერამდე რამდენიმე წუთით ადრე;
მეორე სტატუსი დაწერილია ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ;
მესამე - ვიდეო მეყლენბურგობაზე. ,,ჩემი ცოლის დაქალებიდან" ეგონა გუნავას ფრაგმენტი ,,შენ შეგცა, შვილო, ეშმაკმა"“, - წერს ვახო სანაია.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან