16:56 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 16:40:44, 430 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ოპონენტების განცხადებები საარჩევნო ბარიერებთან დაკავშირებით სასაცილოა

ოპონენტების განცხადებები საარჩევნო ბარიერებთან დაკავშირებით სასაცილოა, - ასე შეაფასა ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადება, რომლის თანახმადაც,  ”ქართულ ოცნებას” არჩევნებში 50%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვს. 

”სასაცილოა ოპონენეტების ეს განცხადებები. ”ქართული ოცნება” არის ერთადერთი ის ძალა, რომელსაც აქვს დიდი შესაძლებლობა და შანსი, რომ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგოს”, - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებებს, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ის ამაყობს იმ წინსვლით, რომელიც ქვეყანამ და კერძოდ ენერგეტიკამ მიაღწია. 

"არ შეიძლება ვინმე გამოვიდეს და თქვას, რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის მტავრობასაც", - აღნიშნა კალაძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შეასრულა პარტიამ საარჩევნო დაპირებები, პროცენტული მაჩვენებლის დასახელებისგან ვიცე-პრემიერმა თავი შეიკავა პასუხისგან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics