12:38 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-23 11:16:23, 340 ნახვა

სამართალი
კრიმინალური დაჯგუფება სისტემატურად ძალავდა ბიზნესმენს ფულს, უარის შემთხვევაში ბიზნესის რეკეტით და ჯანმრთელობის განადგურებით ემუქრებოდნენ

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს, სამ პირს კი ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტია.

სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ემუქრებოდნენ ბიზნესსაქმიანობის იძულებით შეჩერებითა და კუთვნილი ქონების განადგურებით.

ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, დასტურდება, რომ ბრალდებულები დაზარალებულზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მუქარისა და დაშინების მეთოდით, მეწარმეს სხვადასხვა დროს, 190 000-მდე ლარი და მიკროავტობუსი გამოსძალეს.

სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი, წარსულში ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის იძებნება.

პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღო გამოძალვის გზით უკანონოდ დაუფლებული მიკროავტობუსი და ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, ასევე, მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით შეძენილი 2 ავტომობილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - წერია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიმინალური დაჯგუფება სისტემატურად ძალავდა ბიზნესმენს ფულს, უარის შემთხვევაში ბიზნესის რეკეტით და ჯანმრთელობის განადგურებით ემუქრებოდნენ
„SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიციას ახდენდნენ საცხოვრებელ სახლში
პენტაგონი: ირანში კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 19-მდე გაიზარდა
თვეების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, ტრამპმა დანიასთან და გრენლანდიასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics