|
2016-04-08 13:25:14, 414 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: ინკების, ან აცკეტების კალენდარიც რომ შემოვიღოთ, ვერ მოვნახავთ თარიღს, რომელიც პარტიებისთვის სასარგებლო იქნება
„ძალიან კარგია, როცა პარტიებმა 6 თვით ადრე იციან ზუსტი თარიღი, როდის იქნება არჩევნები. მწვრთნელი, რომელიც გუნდს ამზადებს ოლიმპიადისთვის და როცა თრიღი იცის ზუსტად, ისე ამზადებს, რომ არც გადაიწვას ვთქვათ სპორტსმენი და არც...“,-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ისეთი პოლიტიკური პარტიები გამოთქვამენ პრეტენზიას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, როდის ჩატარდება არჩევნები, რადგან რა დროსაც არ უნდა ჩატარდეს, გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვთ: „არჩევნების თარიღი გამოცხადებულია და ეს არის ძალიან კარგი, როცა პარტიებმა 6 თვით ადრე იციან ზუსტი თარიღი, როდის იქნება არჩევნები, როგორც მწვრთნელი, რომელიც გუნდს ამზადებს ოლიმპიადისთვის და როცა თრიღი იცის ზუსტად, ისე ამზადებს, რომ არც გადაიწვას ვთქვათ სპორტსმენი და არც... ასე არის პარტია, რომელმაც იცის, როგორ დაგეგმოს საარჩევნო კამპანია 6 თვით ადრე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი პარტიისთვის, ჩვენთვისაც და სხვისთვისაც. ზოგიერთი ისეთი პარტიისგან ისმის რაღც პრეტენზიები, რომ ეს „ქართულ ოცნებას“, მთავრობას აწყობდა და ჩვენთვის არავის არ უკითხავს, რომლებისთვისაც მართლა არ აქვს მნიშვნელობა, როდის ჩატარდება არჩევნები, რადგან არავითარი შანსი მათ არ აქვთ, როდესაც არ უნდა ჩატარდეს. ერთხელ ვთქვი, რომ სულ რომ გავაუქმოთ ეს კალენდარი და ინკების, ან აცკეტების კალენდარი შემოვიღოთ, ვერ მოვნახავთ იმ თარიღს, რომელიც მათთვის იქნება სასარგებლო. თუ პირადად მე მკითხავთ, მაგალითად ჩემთვის სასარგებლო იქნებოდა არა 8 ოქტომბერი, არამედ 31 ოქტომბერი და ალბათ მთვრობის წევრების უმრავლესობისთვისაც, რადგან უამრავი პროექტი გვაქვს დაწყებული, ეს პროექტები დროშია გაწერილი, როდის მთავრდება და მე გამეხარდება ყოველი პროექტის დასრულებას მოვესწრო, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პროექტი ჩემთვის, სისხლხორცეულია, თვეები გვაქვს გატარებული მათზე ფიქრში, იმ უამრავი გადასაჭრელი პრობლემიდან, რომელზე გაგვეკეთებინა აქცენტი. მაგრამ 8 ოქტომბერი და ის, რომ თრიღი წინასწარ არის ცნობილი, არის კარგი, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის და ეს არ არის მთავრობაზე და რომელიმე გუნდზე მორგებული”, - განაცხადა სოზარ სუბარმა. პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)