|
2016-04-07 17:27:03, 446 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც გადასახადების ადმინისტრირების სრულყოფას, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალების იმპორტის ხელშეწყობას, საგადასახადო კონტროლის, დავის პერიოდში სადავო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების სრულყოფას და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხებს შეეხება. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. ცვლილებების თანახმად, განიმარტა, რომ კოდექსის მიზნებისათვის წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო შემოსავალი - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ამონაგები. კერძოდ, შემოსავალი, რომელიც მიიღება საწარმოს ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან; ახალი რედაქციით ყალიბდება საგადასახადო კოდექსის XIII თავი, რომლითაც განსაზღვრულია მოგების გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი; 2019 წლამდე დაბეგვრის რეჟიმი არ შეეცვლებათ კომერციული ბანკს, საკრედიტო კავშირს, სადაზღვევო ორგანიზაციას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და ლომბარდს. დაბეგვრის რეჟიმი არ შეეცვლებათ ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება და შესაბამისად მას არ ანაწილებენ; ძირითადი საშუალების იმპორტზე დღგ-ის გადახდის ვადა გადავადდება; გათვალისწინებულია საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა და სხვა. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, ცვლილები ძირითადად ორი მიმართულებით ხორციელდება, ესენია: საგადასახადო პოლიტიკა და საგასახადო ადმინისტირირება. კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, ბიზნესის დაწყებისა და წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის, აგრეთვე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალების იმპორტის ხელშეწყობის, საგადასახადო კონტროლის და დავის პერიოდში სადავო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების სრულყოფის და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის აუცილებლობა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სანქციების შემცირებაზე იმსჯელა. ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სანქციების შემცირებას ითვალისწინებს კანონპროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის ინიციატორიც საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. კანონპროექტის მიხედვით, ეკონომიკური ხასიათის დანაშაულების მიმართ ხორციელდება სასჯელების შემცირება, კერძოდ, ცალკეული დანაშაულებისათვის ხდება თავისუფლების აღკვეთის გაუქმება და სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმების ანდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება ან თავისუფლების აღკვეთის ვადების შემცირება. კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსიდან რამოდენიმე მუხლის ამოღებას, რომელთა აუცილებლობა აღარ არსებობს და ეს გარემოება დადგენილია სასამართლო პრაქტიკის ანალიზით.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)