16:07 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 14:43:33, 532 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნისა და განკარგულების 8 აგვისტოს ამოქმედების მიზეზებს განმარტავს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, 6 თვით ადრე თარიღის ცოდნა პარტიებს საშუალებას მისცემს აწარმოონ ბევრად უფრო ადრე საარჩევნო კამპანია, ვიდრე აქამდე ხდებოდა.

მისივე თქმით, ამით ბიუჯეტის ხარჯებიც დაიზოგება.

"8 ოქტომბრის დასახელება ასე ადრე არის ჩემი მიზანი, რომ პოლიტიკურ პარტიებს ქონდეთ შესაძლებლობა არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე ხდებოდა, აწარმოონ საარჩევნო კამპანია, იცოდნენ როდის არის არჩევნების დღე.

ხოლო 8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით. ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის კომისიებზე და ამის შესაძლებლობა რთულია ამ ეტაპზე ჩვენი ბიუჯეტისთვის, ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო," - განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics