|
2016-04-07 10:40:49, 350 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა, ქართველ კოლეგას პაჟაისლისის მონასტერში უმასპინძლა. მე-17 საუკუნის მონასტერი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უნიკალურია და იგი 1667-1712 წლებში ლიტვის დიდი სათავადოს მთავრის, კრისტოფ პაკასის ინიციატივით აშენდა. ცნობისთვის, პაჟაისლისის მონასტერს საქართველოსთან უნიკალური კავშირი აქვს. აქ 1907-1908 წლებში წინამძღვარად მსახურობდა საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქი, კირიონ II (ერისკაცობაში - გიორგი საძაგლიშვილი). კირიონ II-მ მონასტერში მოკლე მსახურების მიუხედავად, ლიტვის ისტორიის მკვლევარებს საკმაოდ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მონასტრის მონახულებისას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა ხელნაწერების ასლი ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს წარუდგინა, რის შემდეგაც იგი პაჟაისლისის მონასტერს, კერძოდ, წმ. კაზიმირის კონგრეგაციის წინამძღვარსა და სილვია ელენა მატაჩიუნაიტეს გადაეცა. კირიონ II-ის პირად ფონდში, რომელიც ეროვნულ არქივში 1923 წლიდან ინახება, დაცულია პაჟაისლისის მონასტრიდან ჩატანილი, მის მიერ შეკრებილი სხვადასხვა მასალა, მათ შორის XVI-XX საუკუნეებით დათარიღებული მანუსკრიპტები ლიტვურ ენაზე. აღნიშნული ხელნაწერები ლიტვური კულტურის უნიკალური ნაწილია, რომელიც აღწერს მონასტრის ადრეულ ისტორიას. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერების კვლევა ლიტველმა და ქართველმა მეცნიერებმა აქტიურად კვლევა 2009 წლიდან დაიწყეს. კირიონ II-ს ფონდში სულ აღმოჩნდა 711 დოკუმენტი, რომელთაგანაც 669 ერთეულის დიგიტალიზაცია მოხდა. 2015 წელს საქართველოს ეროვნულმა არქივმა ციფრული ასლები მიაწოდა ლიტვურ მხარეს და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო მისი დაბეჭდვა. მონასტრის მონახულებისას ლიტვის საგარეო საქმეთ მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა ხელნაწერების ასლი ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს წარუდგინა, რის შემდეგაც იგი პაჟაისლისის მონასტერს, კერძოდ, წმ. კაზიმირის კონგრეგაციის წინამძღვარსა და სილვია ელენა მატაჩიუნაიტეს გადაეცა. ხელნაწერთა გადაცემის ცერემონიაზე ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს ევროპის ისტორიაში პაჟაისლისის მონასტრის, როგორც კულტურისა და სულიერების ცენტრის არსებობის მნიშვნელობა და კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ მონასტრის კედლებში მსახურობდა საქართველოს უდიდესი სასულიერო მოღვაწე, საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)