|
2016-04-06 15:20:01, 407 ნახვა
პოლიტიკა
ჟორჟოლიანის: არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნა არ ნიშნავს, რომ საარჩევნო რეჟიმი უკვე ამოქმედდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოციალ-დემოკრატების ლიდერ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო რეჟიმი უკვე ამოქმედდება. როგორც ჟორჟოლიანმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, კანონის მიხედვით, საარჩევნო რეჟიმი არჩევნებიდან 2 თვით ადრე უნდა ამოქმედდეს და ასეც იქნება. მისივე განმარტებით, არჩევნების 6 აპრილს განსაზღვრა და 8 ოქტომბერს დანიშვნა, პარტიებს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ მოემზადონ. “საარჩევნო რეჟიმი არის 2 თვით ადრე. არჩევნების გამოცხადება მხოლოდ ძალიან მცირე შესაძლებლობებს ქმნის. ეს არის უწყებათაშორისი კომისია და ამ ტიპის რეგულაციები. დანარჩენი ძირითადი რეგულაციები ყველა შემთხვევაში კანონით განისაზღვრება 2 თვით ადრე. ის, რომ არჩევნები განისაზღვრა 6 აპრილს და დაინიშნა 8 ოქტომბერს, პარტიებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ მოემზადონ არჩევნებისთვის. ახლა ლაპარაკობენ რატომ 8-ში, და 15-ში რომ ყოფილიყო, შემდეგ იტყოდნენ- რატომ 15-ში. 5 ბთვით ადრე გამოცხადდა, თორემ ეს კიარ ნიშნავს იმას, რომ ის რეგულაციები ამოქმედდება, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2 თვით, ან ერთი თვით ადრე. ჩვენ ადმინისტრაციულ რესურსებს არც ადრე ვიყენებდით, არც ახლა გამოვიყენებთ და განსაკუთრებით სასაცილოა ის, რომ ამაზე ლაპარაკობენ ისინი, ვინც დიდოსტატები არიან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა. მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდეს, მსოფლიოში პირველ ადგილზე გავა რამდენიმე ადამიანი, ვინც დღეს ყველაზე აქტიურად ლაპარაკობს მანიპულირებისა და ფალსიფიცირების დარგში“,-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)