|
2016-04-04 19:44:23, 343 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: შემიძლია დავიგინო, ახალი პოლიტიკური ცენტრი უმრავლესობას არ შეავსებს
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ისინი უმრავლესობის რიგებს არც ერთ შემთხვევაში არ შეავსებენ. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში ახლა არის სრული ქაოსი და დეპუტატები ვერ გარკვეულან, ვინ რას უჭერს მხარს. "ახალი პოლიტიკური ცენტრი შეავსებს თუ არა უმრავლესობას? შემიძლია ახლავე დავიფიცო, დავიგინო, რომ ასეთი რამე არ მოხდება. პარლამენტში ამწუთში არის სრული ქაოსი ისედაც, უმრავლესობის შიგნითაც კაცმა არ იცის, ვინ რას უჭერს მხარს და ვინ რას აკეთებს და რეალურად რღვევის პროცესს ვადევნებთ თვალყურს.მგონია, რომ არჩევნებამდე ეს უმრავლესობა ასე ვერ მივა. რადიკალური ამით არაფერი მოხდება, ჩამოიშლებიან, ჩამოიშლებიან",-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, დღეს პოლიტიკურმა გაერთიანება "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია "ქართული ოცნების" შემდეგ, უმრავლესობაც დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)