|
2016-04-04 13:26:22, 483 ნახვა
პოლიტიკა
გამორიცხული არ არის, საარჩევნოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კოალიცია შექმნას
„გამორიცხული არ არის, საარჩევნოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კოალიცია შექმნას“, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ახლა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი ნაადრევია, თუმცა მისივე განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობა" საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“, მუდმივად დიალოგს აწარმოებს. „გამორიცხული არაა, საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე ამგვარი ნაბიჯი გადაიდგას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ძირითადი მოქმედი პირი, პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. დანარჩენი ტაქტიკურად რა იქნება ჩვენთვის მიზანშეწონილი, ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას როდესაც მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას გაიგებს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. კითხვაზე - მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები რომელიმე პარტიასთან, ბარამიძემ უპასუხა: „ახლა ნაადრევია ამ თემაზე საჯაროდ საუბარი. ჩვენ მუდმივად გვაქვს დიალოგი საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“. სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ ვეურთიერთებით, როგორც ხელისუფლებას, ბევრ რამეს მივუთითებთ, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე არაფერი შეუსმენიათ“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)