|
2016-04-03 14:20:27, 663 ნახვა
საზოგადოება
ძალისისა და წილკნის 200ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული ჭარბი წყლისგან გათავისუფლდება
სოფელ ძალისისა და წილკნის 200 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული ჭარბი წყლისგან გათავისუფლდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, წილკნის დამშრობი კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარტში დაიწყო. სისტემას ორმაგი დანიშნულება აქვს - ამავე სადრენაჟე კოლექტორიდან შესაძლებელია სარწყავი წყლის მიღება, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება აღნიშნული ტერიტორიის სარწყავი ფართობების წყლით უზრუნველყოფა.სამუშაოები, რომლის შედეგით სოფელი ძალისისა და წილკნის 220 მოსახლე ისარგებლებს, სარწყავი სეზონისთვის დასრულდება. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გოჩა ზეიკიძემ დაათვალიერეს. 2012 წლიდან დღემდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩატარებული სამელიორაციო ინფრატსრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 2 100 ჰექტრიდან 9 500 ჰექტრამდეა გაზრდილი. დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, 23 ობიექტზე მიმდინარეობს სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)