|
2026-05-01 15:56:56, 309 ნახვა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
„პორშემ“ პეკინის 2026 წლის ავტოგამოფენაზე ახალი Cayenne Coupé Electric წარმოადგინა - ავტომობილი, რომელიც მძლავრ პროპორციებს არაჩვეულებრივ ელექტროშესაძლებლობებთან აერთიანებს და რომელიც ბრენდის საკულტო მოდელის, 911-ის, დამახასიათებელი ფორმისა და მისი Flyline-სახურავის ინსპირაციით შეიქმნა. როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკურად Cayenne Coupe თავის სეგმენტში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და სპორტულ SUV-ად მიიჩნევა. თავდაპირველად ახალთახალი მოდელის 3 ვერსიაა ხელმისაწვდომი.
Cayenne Coupé-ს ახალი მოდელების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი დიდი სიმძლავრის ვიზუალური დემონსტრირებისა და 911-ის საკულტო ფორმის უნიკალური შერწყმაა - იმ ფორმის, რომელიც ულამაზესი, დახრილი სახურავით გამოირჩევა და რომელსაც „პორშეში“ Flyline-ს უწოდებენ. საქარე მინაც კუპესთვის დამახასიათებელ სტილშია შესრულებული. „სახურავის დამრეცად დახრილი ხაზი ათლეტურობას შესანიშნავად გამოხატავს და Cayenne Coupé-ს განსაკუთრებულ დინამიკურობას ანიჭებს“, - აცხადებს ექსტერიერის დიზაინის ხელმძღვანელი თომას შტოპკა.
ადაპტირებადი უკანა სპოილერი ამ თვალშისაცემი, დახვეწილი ფორმის ჰარმონიული გაგრძელება და დასასრულია. ეს არის თანამედროვე, ცხადი ოპტიკა, რომლითაც ახალი მოდელის მთავარი დიზაინერი ყველაზე მეტად ამაყობს: „მკაფიოდ შესრულებული ხაზები, განიერი პროპორციები და შავი ფერის ჩანართები ქმნის დიზაინს, რომელიც თითოეულ დეტალში სპორტულობას ასხივებს. ახალი Cayenne Coupé Electric ექსტროვერტია, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად პოზიციონირებს, როგორც სპორტული SUV“, - ესეც თომას შტოპკას სიტყვებია. სწორედ ამ ფორმის დამსახურებით, Cayenne Coupé Electric-ის შემთხვევაში, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 18 კილომეტრითაა გაზრდილი - 669 კილომეტრამდე.
3 ვერსია გაყიდვების სტარტზე Cayenne Electric-ის Coupé-ვერსიებში SUV-ს იდენტური ამძრავებია ხელმისაწვდომი. უკვე შესაძლებელია შემდეგი ვერსიების შეკვეთა:
ავტომობილი სავალი ნაწილის მხრივაც SUV-ვერსიების შესაბამისია. Coupé-ს სერიულად მოჰყვება ადაპტირებადი პნევმატიკური დაკიდება Porsche Active Suspension Management-თან (PASM) ერთად.
800-ვოლტიანი ტექნოლოგიის დამსახურებით Cayenne Coupé Electric შესაბამის DC სწრაფ დამტენზე 390-მდე კვ.სთ სიმძლავრით იმუხტება, სპეციფიკურ გარემოში კი 400 კვ.სთ-საც აღწევს. სერიული On-Board-დამტენით კი AC-დამუხტვის სიმძლავრე 11 კილოვატამდეა და დამატებითი ოფციით 22 კილოვატამდე შეიძლება გაზრდა. Cayenne Coupé Electric-შიც გელოდებათ Cayenne SUV-ისთვის დამახასიათებელი პორშეს უნიკალური მართვადობა, მის ინტერიერში კი ულტრათანამედროვე, ციფრული და მძღოლზე ორიენტირებული მომსახურების კონცეფცია. სალონში ყურადღების ცენტრშია სენსორული ეკრანების დიდებული ლანდშაფტი - სრულად ციფრული ინსტრუმენტების პანელითა და ცენტრალური, ე.წ. Flow-დისპლეით.
Cayenne Electric-თან შედარებით, Cayenne Coupé Electric-ის სერიული კომპლექტაცია კიდევ უფრო მრავალფეროვანია - პანორამული ჭერით (პლუს Sunshine Control-ის ფუნქცია) და Sport Chrono პაკეტი. დამატებით ხელმისაწვდომია კუპესთვის სპეციფიკური მსუბუქი სპორტული პაკეტი, რომელიც ავტომობილის წონას დაახლოებით 17,6 კილოგრამით ამცირებს. საქართველოში მომხმარებელს ახალი Cayenne Coupé Electric-ის შეძენა „პორშე ცენტრი თბილისში“ შეუძლია - „პორშეს“ საქართველოში ოფიციალურად სწორედ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია წარმოადგენს. „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)