|
2016-03-28 16:47:55, 371 ნახვა
პოლიტიკა
„ფორუმის“ კოალიციიდან გასვლის საკითხი 3 აპრილამდე გაირკვევა
კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ პარტია „ეროვნული ფორუმის“ გასვლის საკითხი 3 აპრილამდე გაირკვევა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საპარლამენტო ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარემ სოსო ვახტანგაშვილმა განუცხადა. როგორც ვახტანგაშვილმა განმარტა, 3 აპრილს პარტიული ყრილობა აქვთ დაგეგმილი. სწორედ ყრილობა გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს. დეპუტატის თქმით, ყრილობამდე ცოტა მეტი დრო რომ იყოს დარჩენილი და მოვლენები ისევ ამ სცენარით მიმდინარეობდეს, პარტიას შესაძლოა გადაწყვეტილება დროზე ადრე მიეღო, თუმცა ახლა ყრილობას დაელოდებიან. „ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ საზოგადოებასაც და ჩვენს პარტნიორებსაც ჩვენს გადაწყვეტილებას პარტიული ყრილობის შემდეგ ვაცნობებთ. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტიულმა ყრილობამ. თვენახევრის განმავლობაში კონფერენციები მიმდინარეობდა მთელი საქართველოს მასშტაბით. კონფერენციებმა წარმოადგინეს დელეგატები, რომლებიც ყრილობის გადაწყვეტილების მიღებაში იქნებიან ჩართულნი. ამიტომ ჩვენ საბოლოო პასუხი გვეცოდინება 3 აპრილს, ვინაიდან როგორც იცით „ეროვნული ფორუმის“ ყრილობა 3 აპრილს გაიმართება“, - აცხადებს ვახტანგაშვილი. მისივე თქმით, თუ დაიწყო გარკვეული პროცესები, შესაძლოა ეს საკითხი იქამდეც გაირკვეს. „აგერ ვნახეთ კახი კალაძის განცხადება, რომ კარგი იქნება თუ კოალიციის სუბიექტები დამოუკიდებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. აგერ „რესპუბლიკელებთან“ დაკავშირებით რაღაც ინფორმაციები და გარკვეული დაუზუსტებელი, მაგრამ მაინც ცნობები, ვრცელდება. ვნახოთ... სულ რამდენიმე დღეღა რჩება. 3 აპრილს ჩატარდება ეროვნული ფორუმის ყრილობა, ასე რომ 3 აპრილს გვეცოდინება საბოლოო პასუხი. ყრილობამდე დარჩენილი რომ ყოფილიყო ცოტა მეტი დრო და გაკეთებულიყო იმ ტიპის განცხადებები, რა განცხადებაც კალაძემ გააკეთა, ალბათ უფრო კომპაქტურად გაირკვეოდა გარკვეული საკითხები, მაგრამ ახლა 3-4 დღეღაა დარჩენილი, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას ყრილობაზე მივიღებთ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ სოსო ვახტანგაშვილმა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)