|
2016-03-28 15:57:42, 348 ნახვა
პოლიტიკა
გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში გატარებულ რეფორმებს ეცნობიან
საქართველოს გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები გაერო-სთან. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოინახულებენ იუსტიციის სახლს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. ელჩები ეწვევიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისს, ასევე მოინახულებენ წეროვანის დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს. გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან ქ. ბათუმს, სადაც შეხვედრებს გამართავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან. ელჩებმა დღეს პირველი შეხვედრა საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროში გამართეს . დიპლომატები მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა მიიღო. შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. უცხოელ დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. მუდმივი წარმომადგენლების ინტერესის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოხატა რეფორმების გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)