13:10 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-19 14:52:15, 1870 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ისტორიაში პირველად გერმანიამ ელჩი გაიწვია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე წერს, რომ მათ გადაწყვიტეს, გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გამოიძახონ, იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ გააგრძელონ მოქმედება.

„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას“, - წერს გერმანიის საგარეო იწყება X-ზე.

მათივე ცნობით, ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს.

პეტერ ფიშერი, აცხადებდა, რომ მისი ელჩობის დასაწყის ეტაპზე მას "საუკეთესო მეგობრად" თვლიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ახლა მის მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ. ინტენსიური უარყოფითი კამპანიის დაწყების ნიშნულად ის ასახელებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

24 სექტემბერს გერმანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ელჩს შეახსენა, რომ დიპლომატებს ვენის კონვენციის თანახმად, არ აქვთ უფლება, ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ასევე გამოხატეს შეშფოთება ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისა და სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობებზე, მათ შორის ელჩების მონაწილეობაზე ამ პროცესებში.

შესვლამდე ელჩმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ "დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა", რაც, მისი შეფასებით, არის "ძალიან უჩვეულო" მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.

"ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს".

უფრო ადრე "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პეტერ ფიშერზე საუბრისას თქვა, რომ „ის პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics