|
2025-10-15 22:23:09, 943 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძესთან შეხვედრა ფინურმა მხარემ გააუქმა და არა ივანისვილის წარმომადგენლებმა
გავლენიანი ფინური გაზეთი, Helsingin Sanomat იუწყება, რომ სატალეფონო ინტერვიუ ჩაწერეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. გაზეთის თანახმად, ვალტონენმა განაცხადა, რომ კობახიძესთან შეხვედრა მათ გააუქმეს და არა ქართულმა მხარემ და ამის შესახებ თბილისს წუხელვე აცნობეს. ვალტონენი, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მართავს ტურნეს, აცხადებს, რომ მის განრიგში ცვლილებები შევიდა. ამჟამად ის აზერბაიჯანში იმყოფება და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ხვდება. ის ასევე უარყოფს, რომ თბილისში მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში და რომ გაავრცელა დეზინფორმაცია. "მე მივედი [რუსთაველზე] რათა მენახა ის პროტესტი, რომელიც საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში მიმდიანრეობს. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ", - აცხადებს ფინელი მინისტრი. კითხვაზე, რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე, ეუთოს თავმჯდომარემ განაცხადა: "საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია რა რეაქცია ექნება. სამწუხაროდ ჩემი რეაქცია იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმება, იმისათვის, რომ აზერბაიჯანში გავმგზავრებულიყავი", - აცხადებს ვალტონენი ფინური გაზეთის მიხედვით. ნეტგაზეთი ცდილობს ეუთოს და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენატრების მოპოვებას მომხდართან დაკავშირებით. დილით საქართველოს მთავრობის ფეისბუკზე განთავსდა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძემ ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა ამ უკანასკნელის მიერ "უკანონო აქციაზე" მისვლისა და ცრუ ინფორმაციის განცხადებების გამო.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)