|
2025-10-15 16:09:47, 1013 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის წ3არმომადგენელი კვარაცხელია დასავლეთს - როდემდე უნდა გააგრძელოთ ჩვენი საზოგადოების და სუვერენული ქვეყნის შეურაცხყოფა, რასაც თქვენ ასე უტიფრად ახორციელებთ
„მივმართავ ევრობიუროკრატებს: როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენივე ხელით იმ ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების ძირის თხრა, რისი სახელითაც გვესაუბრებით? - ამის შესახებ ივანიშვილის პარტიის უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კირცხალია ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაზე მისვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი თბილისში კონკრეტული მისიით ჩამოვიდა. „ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავისი მანდატის მიწურულს, აქ კონკრეტული მისიით ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებით უპატაკებს ამ ვიზიტის დამკვეთს, ქალბატონ კალასს, ვიზიტის და რუსთაველზე სეირნობის შედეგებს. თურმე ქალბატონი შეშფოთებულია ჩვენი შემზღუდავი კანონებით. ოდნავ ღიმილის მომგვრელია და ვუსვამ კითხვას, რომელი კანონით არის შეშფოთებული? შემთხვევით, გამჭვირვალობის კანონით ხომ არა? ან ე.წ. ლგბტ თემის პროპაგანდის შემზღუდავი კანონით ხომ არ არის შეშფოთებული? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, როგორიც მოქმედებს ყველა დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელიც ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს ემსახურება? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უტიფრობა? როდემდე უნდა უმტკიცონ საზოგადოებას, რომ ის, რაც თავიანთ ქვეყნებში თურმე მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭიროა დემოკრატიისთვის, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს? გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილე პირდაპირი მტკიცებულება მხარდაჭერისა და ექსტრემიზმის, რასაც ბოლო წლებია, ჩვენი საზოგადოება ადევნებს თვალყურს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)