|
2025-10-07 00:21:23, 978 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების პრემიერი „ლელოზე" - დამხობის აქციას გაემიჯნენ
ერთადერთი, ვინც წინასწარ გაემიჯნა დამხობის აქციას და მცდელობას, იყო გახარიას პარტია, არავინ სხვა რადიკალური ოპოზიციიდან „ლელოს" ჩათვლით, არ გამიჯვნია დამხობის აქციას, - ამის შესახებ "ოცნების"პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა. მისი თქმით, „ლელოს", „ნაცმოძრაობის" და „ახალის" წარმომადგენლები პირდაპირ ამბობდნენ, რომ 20:00 საათამდე იქნებოდნენ არჩევნებზე და შემდეგ - დამხობის აქციაზე. „გაემიჯნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალადობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ასე ყველა გაემიჯნება. როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც ხედავს, რომ წააგო დამხობის აქციამ და მერე უცხადებს მხარდაჭერას. ეს მათ სახესაც აჩვენებს. ერთად გამოდიან მთლი ეს პერიოდი ეს ადამიანები, ცდილობენ ხელისუფლების დამხობას, პირზე აკერიათ მუდმივად რევოლუცია, გადატრიალება, ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ცვლილება. არჩევნები პლუს დამხობის აქციის მხარდაჭერა და იქ მიერთება და მერე იქ გაემიჯნენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)