|
2016-03-23 11:09:39, 669 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიას ესწრება
თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას ესწრება. მერიის ინფორმაციით, 2016 წლის სესიის თემაა ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. სესიის ფარგლებში განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის : ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ნაწილში, კულტურათა და რელიგიათაშორისი აქტივობების ორგანიზება. ამასთან, მიმოიხილეს ეთიკისა და გამჭვირვალობის საკითხები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ევროპის ქვეყნებში, ისაუბრეს კულტურათაშორისი საზოგადოებების შექმნისას გამოვლენილ გამოწვევებზე ადგილობრივ ხელისუფლებებში. ყურადღება გაამახვილეს ლტოლვილთა ინტეგრაციასა და ადგილობრივ ხელისუფლებათა როლზე ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისაუბრეს ადგილობრივი ხელისუფლებების ინსტრუმენტებზე საქმიანობის განხორციელებისას. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო "ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის" ხელმომწერი ქვეყანაა, ვალდებულია, დაუახლოვდეს ევროპული სტილის ადგილობრივ დემოკრატიას. "დღევანდელი სხდომა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხებოდა, მათ შორის, ცალკეულ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას, აგრეთვე, განხილული იყო ის დემოკრატიული პროცესები, რაც მიმდინარეობს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში, შესაბამისად, ძალიან საინტერესო ფორმატია იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ცალკეული ქვეყნების გამოცდილებაზე, ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენ ახლა გავდივართ ადგილობრივი დემოკრატიის იმ გზაზე, რაც ევროკავშირის ძალიან ბევრმა ქვეყანამ თავის დროზე წარმატებით გაიარა - ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კონტექსტში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ "ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის" ხელმომწერი სახელმწიფო და მისი ძირითადი ნაწილი გვაქვს რატიფიცირებული, ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავუახლოვდეთ ევროპულ ადგილობრივ დემოკრატიას, სწორედ, ეს არის უმთავრესი საფუძველი, რატომაც დაიწყო ჩვენმა ქვეყანამ ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 3 წლის წინ, როცა მოვედით ხელისუფლებაში. აქ არა მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ახალი კანონმდებლობა მივიღეთ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, არამედ ფუნდამენტური ცვლილებები დავიწყეთ ადგილობრივი განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის, ჩვენ ხშირად ვუსვამთ ხაზს და ხვალაც, ჩემი სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება იქნება გამახვილებული ბოლო ორ ცვლილებაზე - პირველი, ესაა ცვლილება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმების შექმნას ისახავს მიზნად და მეორე იქნება ფინანსური დეცენტრალიზაციის საკითხები. ამ ნაბიჯებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წინ, ადგილობრივი დემოკრატიისკენ", - განაცხადა თბილისის მერმა. სესიის დაწყებამდე დავით ნარმანია მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო , სადაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ, ევროპული ქარტიის შესრულების მაჩვენებლები მიმოიხილეს. კენჭი ეყარა სხვადასხვა რეკომენდაციებსა და რეზოლუციებს. ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებიან. სესიაზე, ასევე, იმყოფება რუსთავის მერი დავით ჯიქია. პლენარული სესიის დაწყებამდე, კონგრესის წევრებმა და მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბრიუსელში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)