|
2016-03-21 10:14:10, 562 ნახვა
საზოგადოება
კახეთის რეგიონში თევზის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინიციატივით და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მხარდაჭერით კახეთის რეგიონში გაიმართა შეხვედრა თევზის მწარმოებელ ფერმერებთან. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართელოს უფროსი არჩილ ფარცვანია, პროექტების მართვის სააგენტოს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები. უწყების ინფორმაციით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, კახეთის რეგიონში თევზსაშენი მეურნეობების მასშტაბები უკანასკნელ წლებში გაზრდილია - 2015 წელს კომპანიამ წყალი 1 600 ჰეტქრზე მეტ სათევზე მეურნეობას მიაწოდა, რაც უფრო აქტუალურს ხდის თევზსაშენ მეურნეობებში წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხს. აღნიშნული საკითხი წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეთევზეობის დარგის სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის ერთ-ერთ თემას. სპეციალისტებმა თევზის მწარმოებელ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე, აკვაკულტურის ახალი სისტემების, დარგის ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივების შესახებ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მეტბორეებს გააცნეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების და მეთევზობის დარგისათვის აგროკრედიტის პერსპექტივების შესახებ. შეხვედრა დისკუსისს ფორმატში წარმიმართა. ფერმერებმა მოსაზრებები გამოთქვეს დარგის მდგომარეობის, პრობლემების და საჭიროებების შესახებ. ხაზი გაესვა უკანასკნელი ათწლეულობის განმავლობაში დარგში თეორიული ცოდნის ნაკლებობას, რომელიც აუცილებელია თევზსაშენი მეურნეობების ეფექტურობის ამაღლებისათვის. ფერმერების მიერ დადებითად შეაფასდა დარგის განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამნისტროს სხვადასხვა უწყებისა და თევზის მწარმოებელი ფერმერების თანამშრომლობის ინციატივა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)