08:21 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 16:57:32, 537 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოში საფრანგეთის ელჩს, პასკალ მონიეს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრმა აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილღონისძიებებზე ისაუბრა.

„სამინისტროს აქვს დარგის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს არაერთი მიმართულებით. აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისი სტანდარტების დანერგვის პროცესი. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)კონტექსტში, ჩვენი საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციასა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე. ვფიქრობთ, უკვე ძალიან მალე ევროკავშირის ქვეყნებში გავიტანთ თაფლს და თევზპროდუქტებს. მიმდინარე წლის ბოლოს ვგეგმავთ საფრანგეთში, გამოფენაზე ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქცია წარვადგინოთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მარსელში ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში ქართული ღვინის კუთხის გახსნისა და საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა. ხელშეკრულების თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება.

საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მონიემ, საფრანგეთსა და საქართველოს შორის აგრარული დარგის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პექრსპექტივებზე ისაუბრა.

„ქართულ პროდუქციას და განსაკუთრებით ქართულ ღვინოს ნამდვილად შეუძლია საფრანგეთის ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს აქვთ საკუთარი ღვინო, ისინი ესპანური, სამხრეთ ამერიკული და სხვა კარგი ღვინოების მომხმარებლები არიან, შესაბამისად, ქართული ღვინოსაც აქვს რეალური შანსები; სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ვისაუბრეთ მეცხოველეობის დარგის მიმართულებით თნამშრომლობის შესახებაც, რაც ასევე საინტერესო და პერსპექტიულია“, - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics