|
2016-03-18 16:23:30, 527 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელიამ „საქართველო და მსოფლიო 2016 წელს“ აგრარულ დარგში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა
საქართველოს ტექნოლოგიების პარკში (ტექნოპარკი) გამართულ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2016 წელს“ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სიტყვით გამოვიდა და აგრარულ დარგში არსებულ მდგომარეობაზე, მიმდინარე ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. „მნიშვნელოვანია საქართველო გახდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, აგრარული დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ქვეყნების, ასევე ჩინეთისა და იაპონიის ბაზრებზე ქართული პროდუქციის ექსპორტირების ხელშეწყობას“, - განაცხდა დანელიამ სიტყვით გამოსვლისას. უწყების ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში მინისტრმა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების მოკლე ანგარიში წარადგინა. ოთარ დანელიამ მელიორაციის მიმართულებით ინოვაციური პროექტების, აგროდაზღვევის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსის პროექტის, სასოფლო-სამეურნეო კოოპარაციის, საექსტენციო მომსახურების გაძლიერები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სასურსათო უსაფთხოების და სურსათის უვნებლობის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა აგრარული დარგის განვითარებისთვის სამინისტროს დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მინისტრმა ასევე აღნიშნა საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, რომლის თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება. კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2016 წელს“ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)