|
2025-06-09 12:02:05, 686 ნახვა
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - ტრამპს და ამერიკას ნუ ვედრებით, აშშ არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სასამართლოს აქვს ფასი
ტრამპს და ამერიკას ნუ ვედრებით. აშშ არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სასამართლოს აქვს ფასი და დარწმუნებული ვარ, ნიღბების საკითხზე იქაც იქნება მსჯელობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. სანიკიძის თქმით, „დონალდ ტრამპი არის ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოს დემოკრატიული წესით არჩეული პრეზიდენტი და ირაკლი კობახიძე არის თვითმარქვია პრემიერ-მინისტრი“. „ამერიკის შემთხვევაში თქვენ გინახავთ, რომ ნიღბიანები ყოველგვარი ნომრისა და იდენთიფიკატორის გარეშე ძვლებში ლეწავდნენ ჟურნალისტებს? ორმაგი სტანდარტი ზუსტად ეს არის. ნიღაბი ჯერ გაიკეთა პოლიციამ ან ზონდერმა, არ ვიცით, ვინ არის საერთოდ. როგორ არ გვინახავს სპეციალური დანიშნულების რაზმი. არაერთ ქვეყანაშია გამოყენებული ხომ? მაგრამ გადაცდომა როცა ხდება, მნიშვნელოვანია, რომ იდენტიფიკატორი ჰქონდეს მას, რომ ამოვიცნო, ვინ არის, მათ შორის სახელმწიფომ ამოიცნოს, ვინ არის მოძალადე და დასაჯოს. ბანდფორმირებები რომ თარეშობდნენ, იმათ ნიღბებზე არ ჰქონდა პრობლემა „ქართულ ოცნებას“? თქვენ ხომ იცით, რა ნიღბებიც არის, აქციაზე ვინც ყოფილა, ნახავდა ამ ნიღბებს. 30 და 25 წლის, 18 წლის სტუდენტ გოგონებს რომ ფერადი ნიღბები უკეთიათ, იმაზეა საუბარი? და ბანდფორმირება რომ ფეხბურთს თამაშობს ადამიანის თავით რუსთაველის გამზირზე და სახე დამალული აქვს, ის არ არის პრობლემა? ახლა ტრამპს და ამერიკას ნუ ვედრებით. აშშ არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სასამართლოს აქვს ფასი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე იქაც იქნება მსჯელობა. დონალდ ტრამპი არის ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოს დემოკრატიული წესით არჩეული პრეზიდენტი და ირაკლი კობახიძე არის თვითმარქვია პრემიერ-მინისტრი, სხვაობას ვერ ხედავთ? საფრთხეს ქმნიან ნიღბიანები შსს-ს სახელით, კაცმა არ იცის, არიან თუ არა თანამშრომლები, კერძო დაცვის კომპანიები არიან, თუ ქუჩის ბიჭები, ღმერთმა უწყის. ისინი ქმნიან ყველაზე დიდ საფრთხეს და არცერთი მათგანი არ არის დასჯილი. ამას სულ გავიმეორებ. რანაირი მომხრეც არ უნდა იყო „ქართული ოცნების“, აი, ყველაზე გულმხურვალე ქომაგი ივანიშვილის ხომ, ამ თვეების განმავლობაში არცერთ პოლიციელს არაფერი დაუშავებია? ერთ პოლიციელს მაინც. რაზეა საუბარი, ვინ ქმნის საფრთხეს, ამას კარგად ვხედავთ“, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)