|
2025-06-03 14:32:34, 635 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ მოვითხოვთ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას
მცდელობა, რომ მედიაში დაიწყოს სიტყვების აკრძალვა, არის სუფთა ორუელის წიგნიდან წამოსული წესები - ცდილობენ, კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება, თუმცა ამ დროს, ეს საზოგადოება იბრძვის და ამ პროტესტს ვერ მოერევიან, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რეპრესიების ახალი ტალღის დაწყება ხელისუფლების სისუსტის ნიშანია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მოთხოვნა კვლავ რჩება საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. „მინდა გაგიმეოროთ ძალიან მკაფიოდ, რა არის „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია არჩევნების შესახებ. ეს პოზიცია სრულიად უცვლელია. პოზიცია არის, რომ ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება თავისი მეორე მოთხოვნით, რომელიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. როგორ მივაღწევთ არჩევნებს - მივაღწევთ სწორედ იმით, რასაც დღესაც ვხედავთ თუ გავახილეთ თვალი: ეს არის ამ რეჟიმის რყევები, რომელიც გრძელდება ყველანაირად. ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბევრ სხვა უწყებას. რეპრესიები რომ გრძელდება და რეპრესიების ახალი ტალღა რომ იწყება, ესეც არის ამ ხელისუფლების სისუსტის ნიშანი. ის, რაც იწყება დღეს მედიის წინააღმდეგ, ანუ ის მცდელობა, რომ მედიაში გაკონტროლებული იყოს თქვენი ყოველივე სიტყვა და სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, ეს ხომ არის სუფთა ორუელის წიგნიდან წამოსული რაღაც წესები და ახალი მცდელობები, რომ კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება. ამ დროს, ეს საზოგადოება დღეს იბრძვის, პროტესტი გრძელდება და ამ პროტესტის ვერ მოერევიან. ვერ მოერევიან თუ არ გაჩნდა ის, რაც ერთადერთი რეალური ბერკეტის ხელისუფლებას: საზოგადოებაში შეიტანონ რაღაც გაუგებრობები, იმედგაცრუება, გახლეჩა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ. ანუ, ერთიანობა იმაში, რომ ჩვენ მხნედ და გამართულად ვიდგეთ და გაგაგრძელოთ ეს ბრძოლა ბოლომდე და ის ბოლო უკვე მოჩანს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)