|
2016-03-17 16:32:51, 374 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე: დასავლეთს ვერ ეყოლება ასეთი „მოთანამშრომლე რუსეთი“, თუ ის მეზობელი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას ვერ აღიარებს
„ჩვენ გვესმის, რომ საქართველო არის ძალიან პატარა ნაწილი ძალიან დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ Russia Today-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ევროპელებსა და ამერიკელებს სჭირდებათ რუსეთი, რათა გადაჭრან მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული, უფრო გადაუდებელი საკითხები, ვიდრე საქართველოს ნატოში გაწევრიანებაა. დეპუტატი აქვე დასძენს, ევროპელებმა და ამერიკელებმა, ნათლად უნდა გაიგონ, რომ მათ ვერ ეყოლებათ ასეთი „მოთანამშრომლე რუსეთი“, თუ ის ვერ შეძლებს აღიაროს თავისი მეზობელი სახელმწიფოების დამოუკიდებლობა. „ჩვენ გვესმის, რომ საქართველო არის ძალიან პატარა ნაწილი ძალიან დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. როდესაც ჩვენ ნატოს მხრიდან მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, კარგად ვიცით, რომ ეს დისკუსია მხოლოდ საქართველოს არ ეხება და რომ აქ უფრო დიდი საკითხები და განტოლებებია, მათ შორის, ევროპული, შუააღმოსავლური და, ზოგადად, მსოფლიო უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ გვესმის, რომ ევროპელებსა და ამერიკელებს სჭირდებათ რუსეთი, რათა გადაჭრან მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული, უფრო გადაუდებელი საკითხები, ვიდრე საქართველოს ნატოში გაწევრიანებაა. ჩვენ არც უმეცრები ვართ და არც გულუბრყვილოები: ჩვენ გვესმის, რისთვის შეიძლება ევროკავშირსა და ნატოს სჭირდებოდეს რუსეთი, როგორც „მოთანამშრომლე პარტნიორი“. აქ საქმე მეგობრობას კი არა, არამედ დიდ პოლიტიკას ეხება. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი საჭიროა, როდესაც საქმე ეხება ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა ტერორიზმი, სირია, ირანთან მოლაპარაკებები, შეიარაღების კონტროლი და სხვა, უფრო დიდი საკითხები, ვიდრე საქართველოა. მაგრამ, ზოგადად, დასავლეთმა და, უფრო კონკრეტულად, ევროპელებმა და ამერიკელებმა, ნათლად უნდა გაიგონ, რომ მათ ვერ ეყოლებათ ასეთი „მოთანამშრომლე რუსეთი“, თუ ის ვერ შეძლებს აღიაროს თავისი მეზობელი სახელმწიფოების დამოუკიდებლობა. რუსეთი არ იქნება ევროპასთან და ამერიკასთან „მოთანამშრომლე“, თუ მოსკოვი ვერ შეურიგდება ჩვენს დამოუკიდებლობას. შეუძლებელია საქართველოსთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან ან მოლდოვასთან მიმართებით იმპერიალისტური პოლიტიკა გქონდეს და სხვებთან კონსტრუქციული იყო.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)