|
2025-05-28 18:28:47, 670 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია ივანიშვილის წერილზე - ეროვნული ინტერესების ღალატის მორიგი უტიფარი აღიარებაა
პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილი, „საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის მორიგი უტიფარი აღიარებაა“. ბოკერია აღნიშნავს, რომ ივანიშვილს, რომელსაც ლიდერობის ამბიცია აქვს, ქვეყნის ეროვნულ ინტერესების სასიკეთოდ, საკუთარი ფულის პრობლემის გვერდით გადადება არ შეუძლია. ბოკერიას თქმით, „ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შეუძლებელია და ამიტომ, ის რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“. „ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილისგან მორიგი უტიფარი აღიარება, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის. კაცი გვეუბნება, რომ ჩემი ფულის პრობლემის გამო არ შევხვდები ამერიკის ელჩს და არ მოვაგვარებ კრიზისს, რომელიც შექმნილია ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებშიო, რასაც თავად იძახის და ორივე ქვეყნისთვის კარგი შედეგი რომც დგებოდეს, მაინც კომპლექსი მექნებოდაო - და ნუ ექნება მერე კომპლექსი. ქვეყნის ლიდერს, ამის ამბიცია ვისაც აქვს, საკუთარი ფულის პრობლემის გვერდით გადადება არ უნდა შეეძლოს, თუ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე?! თან ამ ყველაფერს კეთილშობილებად გვასაღებს, ეს თავხედი. თვითონვე აღიარებს, რა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ მე არ შეგხვდებით, ჩემს პოლიტიკურ არარაობას შეხვდითო. და რაც მთავარია, ეს არ შეხვედრა ხომ ის განაცხადია, რომ სანამ ჩემი ფულის პრობლემა არ მოგვარდება, მანამდე გექნებათ ჩემთან პრობლემაო. რა თქმა უნდა, სიმართლე სხვა რამეშია, მთელი ეს კრიზისი ივანიშვილის შექმნილია და არანაირი ილუზია მე არ მაქვს და არავის უნდა ჰქონდეს, რომ ივანიშვილის პირობებში ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შესაძლებელია, სანამ მას ძალაუფლება აქვს, ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)