04:03 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 13:12:28, 775 ნახვა

პოლიტიკა
სერგეი გავრილოვი - ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც რუსულ დროშასთან დაკავშირებული ინციდენტი დაგმო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამართლიანად დაგმო რუსეთის დროშის შეურაცხყოფა ქართველი მომღერლის მიერ, ეს საქციელი ბანალური თავხედობაა, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ სცენაზე დროშასთან დაკავშირებით ჩადენილი კადნიერი საქციელი გამბედაობის აქტი კი არა, ბანალური თავხედობაა. ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც ინციდენტი დაგმო“, - განაცხადა გავრილოვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთსა და საქართველოს აკავშირებს საუკუნოვანი საერთო ისტორია, ნათესავები, ენა, ტრადიციები და მომღერლის საქციელს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ქართულ ღირებულებებთან.

რუსი დეპუტატის თქმით, მომღერლის საქციელი "უნიჭო თვით პიარია" და ის რეალური, პოლიტიკური განსხვავებული შეხედულებისგან უნდა განაცალკეონ.

„ეს არაა გამოხატვის თავისუფლება, ეს არის სრული უტვინობა, პირდაპირი და სულელური შეურაცხყოფა“, - აღნიშნა გავრილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics