|
2025-05-28 12:44:11, 724 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება
ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება. ყველაფერი ტყუილია, რომ ტრამპის სჯეროდათ. კობახიძეს და მის ე.წ. მინისტრებს არავინ აღიარებს,-ასე ეხმაურება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ივანიშვილის ამოცანაა რუსული საქართველო. „ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება. ყველაფერი ტყუილია, რომ ტრამპის სჯეროდათ. კობახიძეს და მის ე.წ. მინისტრებს არავინ აღიარებს. ივანიშვილის ამოცანაა რუსული საქართველო. არანაირი სხვა გზა „ქოცებს“ არ გააჩნიათ“,- წერს დეკანოიძე. ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე, მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. “ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“,- წერია განცხადებაში.
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)