|
2025-05-26 12:10:53, 540 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც დღესაა
საკუთარ თავს გამუდმებით უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და ის დღესაც გრძელდება - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ, 40-წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაური თქმით, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც დღესაა. „ყველას გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. ამიტომ, მისი გაფრთხილება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური გპირდებით, რომ ეს აუცილებლად ასეც იქნება. საკუთარ თავს გამუდმებით უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და ის დღესაც გრძელდება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ, 40-წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ. აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას: პირველი, ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არცერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში; და მეორე, ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო - საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს სიყვარული ერთმანეთის მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხის სიამაყეა საქართველოს თითოეული კუთხე, უნიკალური ენა და დამწერლობა და საქართველოს დედა ეკლესია. „ჩვენი სიამაყეა ჩვენი სამშობლოს თითოეული ულამაზესი კუთხე - ულამაზესი ბუნებითა და ულამაზესი ადამიანებით; ჩვენი სიამაყეა ჩვენი უნიკალური ენა და დამწერლობა; ჩვენი სიამაყეა საქართველოს დედა ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი. დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს წმინდა ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს - ილია მეორეს, რომელმაც თავისი სიბრძნითა და ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)