|
2025-05-24 13:24:52, 650 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან
ჯაფარიძის გირაოზე რამდენიმე ელჩისგან მოსმენილი განცხადებები გვახსენებს ცილისმწამებლურ კამპანიებს, რომლითაც უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, ბიუროკრატმა თუ დიპლომატმა ქართველებისგან უნდა ისწავლონ, რას ნიშნავს შეცდომის სირცხვილი და ბოდიში მოიხადონ. „ჯაფარიძის გირაოზე რამდენიმე ელჩისგან მოსმენილი განცხადებები გვახსენებს იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს, რომლითაც უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ: რუსთავი 2-ის საქმეზე 7 წელი (2013-2019) არ მოგვასვენეს, მორალი გვიკითხეს და დემოკრატიული უკუსვლები გვაბრალეს; მელიას საქმეზე 3 წელი (2021-2023) გვაჯანჯღარეს, მორიგი გადატრიალება სცადეს; გვარამიას საქმეზე 2 წელი (2022- 2024) წიოკი გაჰქონდათ მაღალი რანგის და დაბალი კომპეტენციის ჩინოვნიკებს, ჟურნალისტების მდევნელი პროკურორი დევნილ ჟურნალისტად გამოგვიცხადეს; სააკაშვილს 3 წელი (2021-2023) მომაკვდავად გვიცხადებდნენ, ტელეპანაშვიდებს მართავდნენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფულს იხდიდნენ, დიაგნოზებს აყალბებდნენ და ბიომასალას წინდებით დაატარებდნენ, ლამის სამოქალაქო აპოკალიფსი მოგვიწყვეს ცრუ დემარშის ავტორმა ევროპელმა ელჩებმა; ბოლოს, ორი დღის წინ, ის საქმეც კი წააგეს, 7 წელი (2019-2025) შეშის აქციაზე მიტანას გამოხატვის თავისუფლებად რომ გვიცხადებდნენ. ყველა აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგმა თქვა, რომ უცხო მთავრობები, მინისტრები, დეპუტატები, ელჩები, მათი მდივნების თანაშემწეები და თანაშემწეების მდივნები, აბსოლუტურად ყველა, – დიახ, ყველანი ტყუოდნენ და ქართული მართლმსაჯულება მართალი იყო. შეიძლება შეცდე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ ყოველ ჯერზე? ყოველ ჯერზე რთულია, იყო ასეთი არაკომპეტენტური, თუ მტრული განზრახვის მქონე მავნებელი არ ხარ. ხარ მხარე. განსაზღვრული დღის წესრიგით, რომლითაც არათუ შიდა პოლიტიკაში ჩარევას იზღუდავ, პირდაპირ ხელისუფლების და ხალხის ნების ცვლილებას აორგანიზებ. ამ ფონზე, რა ვენის კონვენცია და საშინაო საქმეში ჩაურევლობა? ღმერთი როგორ არ იცინის, ვენის კონვენციის შეხსენებას რომ ცდილობთ. სადმე გახსოვთ, ქართველი სხვის საქმეში ამგვარად ჩარეულიყო? მსგავსი უპატივცემულობა გამოევლინა? შეცდომა მოსვლოდა და ბოდიში არ მოეხადა? რა მოხდება, რომ ამ ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, ბიუროკრატმა თუ დიპლომატმა ერთხელ ქართული ღირებულებებითაც იმოქმედოს და ბოდიში მოიხადოს. ხომ ვხედავთ, რომ „ევროპული ღირებულება“, ისე, როგორც ეს მათ ესმით, ამ მხრივ, ქართულს ჩამორჩება. ჩვენგანაც ისწავლონ იქნებ, რას ნიშნავს შეცდომის სირცხვილი, სხვისი უსამართლოდ დაზიანების სინანული, გაფუჭებულის გამოსწორების პასუხისმგებლობა. ნაცვლად ამისა, ვხედავთ მცდელობას, რომ ბევრჯერ ნანახი კინო კიდევ ერთხელ გვაჩვენონ, თეთრზე შავი გვითხრან, საზოგადოებაში კვლავ ზიზღი და სიძულვილი დათესონ, როგორც ეს სააკაშვილის, მელიას და გვარამიას საქმეებზე აკეთეს. ეს ფარსიც ხომ იგივე კინოთეატრიდანაა? ისინი არ დაეძებენ. მათთვის ეს განცხადებები ხუთი წუთის საქმე და ხუთი წამის სადარდებელია. ამ პროცესში თუ რამე ზიანდება, ეს ქართული საზოგადოების მთლიანობა, ფასეულობები, დემოკრატიული განვითარების გზა და ეროვნული თანხმობაა. აღარაფერს ვამბობ ცალკეულ სასოწარკვეთილ აქტივისტებზე, რომლებიც იმ აგურს ირტყამენ თავში, უცხოეთიდან რომ მიაჩეჩეს ხელში“, – წერს პაპუაშვილი.
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)