|
2025-05-20 15:46:50, 711 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს თუ ციხეში? - საკითხის ასე დასმა, ჰგავს კითხვას: პოლიტპატიმარი სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იყოს თუ ციხეში?
ძალიან გთხოვთ, აქ გირაოზე არ არის საუბარი და არც 10 000 და არც 50 000 ლარზე, საუბარია, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ თუ არ თამაშობ! - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საკითხს, უნდა მოხდეს თუ არა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდა. როგორც ნიკა მელია განმარტავს, მორალური უპირატესობა უმნიშვნელოვანესია. „პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს, თუ ციხეში? - საკითხის ასე დასმა, ჰგავს კითხვას: პოლიტპატიმარი სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იყოს თუ ციხეში; პოლიტპატიმარი მსახიობი თეატრში უნდა იყოს თუ ციხეში? პოლიტპატიმარი ექიმი ხალხს უნდა მკურნალობდეს თუ უნდა იყოს ციხეში? პოლიტპატიმარი ჟურნალისტი მედიასივრცეში უნდა იყოს თუ ციხეში? და ა.შ. ან მივდივართ კომპრომისზე უსამართლობასთან, უსინდისობასთან ან იბრძვი ბოლომდე და ხარ მართალი ამ ბრძოლაში. მორალური უპირატესობა უმნიშვნელოვანესია, ეს არის და ეს, ძალიან მკაფიოა. გირაოს გადახდაზე აქ არ არის საუბარი, 50 პოლიტპატიმრიდან ნებისმიერს, მაქსიმუმ ერთ კვირაში შეუძლია იყოს სახლში, თუ ის კომპრომისზე წავა. „ქართული ოცნებიდან“ ბევრს უთქვამს კიდევაც, რომ მაგალითად, მზია ამაღლობელმა, სულ მცირე, მოინანიოს და გამოვუშვებთ. მახსოვს, მდინარაძემ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეზე თქვა, რომ თუ დავინახავ, ის ინანიებს, პირადად ჩავუდგები თავდებშიო. ძალიან გთხოვთ, აქ გირაოზე არ არის საუბარი და არც 10 000 და არც 50 000 ლარზე, საუბარია, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ, თუ არ თამაშობ!“ - აცხადებს ნიკა მელია.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)