|
2025-05-20 14:20:05, 589 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - გერმანიის ელჩმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ ჩაწერა პლაკატის, „თავისუფლება მზიას“ ფონზე, ამით მკაფიოდ გადასცა განწყობა მოსამართლეს
თვალშისაცემია, რომ ბოლო პერიოდში, გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება. რამდენიმე დღის წინ მან ინტერვიუ პლაკატის – „თავისუფლება მზიას“ – ფონზე ჩაწერა. ამით მან მკაფიოდ გადასცა თავისი განწყობა იმ მოსამართლეს, რომლის პროცესსაც, მისივე განცხადებით, აკვირდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, იმ ფონზე, რომ ელჩმა ქართული არ იცის და დარბაზშიც არავინ უთარგმნიდა, ცხადია, რომ ამ „დაკვირვების“ მიზანი არა პროცესის მსვლელობის დეტალების გაგება იყო, არამედ მოსამართლისთვის განწყობის ჩვენება, რომ მას „დიდი ძმა“ აკვირდება და თუ ის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შედეგსაც მოიმკის. „მით უმეტეს, რომ გერმანიის ელჩს გვერდით ესტონელი კოლეგა ეჯდა, რომლის მთავრობამაც სწორედ ამ მოსამართლეს ესტონეთში შესვლა აუკრძალა, ესტონეთის მთავრობისთვის სასურველი გადაწყვეტილებების არმიღების გამო. რა თქმა უნდა, როგორც პროცესზე ამგვარი „თვალთვალი“, ისე გერმანიის ელჩის ამ ლოზუნგის ფონზე გამოჩენა მართლმსაჯულებაზე ზეწოლაა, რაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ცალსახა დარღვევაა. ამავე დროს, ეს ქცევა არაფერია იმასთან შედარებით, რაც მანამდე ვიხილეთ, როდესაც გერმანიის ელჩი სხვა ბანერის ფონზე გამოჩნდა და რომელზეც რადიკალური ჯგუფების ცნობილი ყიჟინა „მონა“ ეწერა. რადიკალების ეს ყიჟინა შემთხვევითი და წინდაუხედავი წამოძახილი არ არის. ამ პროპაგანდისტული ტაქტიკის მიზანი მოწინააღმდეგეზე თავდასხმისთვის მორალური ბარიერის მოშლაა. თუ ხელისუფლების წარმომადგენელი და მისი ამომრჩეველი მონაა, ესე იგი, ის უუფლებო, უსახელო, უღირსებო არსებაა, ნივთი და არა ადამიანი. და თუ მის ღირსებასა და ადამიანობას არ აღიარებ, მაშინ მასზე არც ადამიანური კანონები ვრცელდება. ამიტომ მისი შეურაცხყოფა, დევნა, თავდასხმა, ამის სხვების დასანახად კეთება და თავის მოწონება სრულიად შესაძლებელი და დასაშვებია. ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც, მათ შორის, გერმანიის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ადამიანებმა, თავის ყოველდღიურ რიტუალად აქციეს“, – წერს პაპუაშვილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გერმანიის კონსტიტუცია, მისი პირველივე მუხლის პირველივე წინადადება იწყება სიტყვებით: „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია“. „სხვების მონებად შერაცხვა, მათი უუფლებო, უსახელო, უღირსებო არსებებად გამოცხადება არის თავად გერმანიის კონსტიტუციის სიტყვის, სულისკვეთების და ისტორიული ქვეტექსტის უარყოფა. ცალკე საკითხია, რომ ელჩის ამგვარი გზავნილი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებას და ხალხს ეხება. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი ელჩის გამოსარჩლებას გადაწყვეტს, მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოების ამ კითხვასაც გაეცეს პასუხი: არის თუ არა, სხვა ადამიანის მონად შერაცხვა მისი ადამიანური ღირსების უარყოფა? მისაღებია იმ პროცესის ხელშეწყობა, რომელიც სიძულვილის ენისა და ღირსების შელახვის ნორმალიზებას ახდენს? P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა „ცუდად საუბარი“ ან „თავდასხმა“, არამედ „ლეგიტიმური კრიტიკაა“, რომელსაც პასუხი სჭირდება“, – წერს პაპუაშვილი.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)