|
2025-05-20 14:00:16, 672 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით
ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით - არის წითელი ხაზები, რომელიც არცერთ ჯგუფს არც ერთხელ არც დაურღვევია და არც დაარღვევს, მჯერა. არის ბრძოლის ტაქტიკა, რომელზეც მუდმივად უნდა ვიმსჯელოთ. ამიტომ კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ცარიელ კარს ნუ ამტვრევთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმ ერთობის სულისკვეთების შენარჩუნება, რაც ბრძოლისთვის კრიტიკულია. „ბრძოლის ტაქტიკებზე კამათი, კრიტიკა, კითხვები და ასე შემდეგ, არა თუ სასარგებლო, არამედ აუცილებელიც არის. ამიტომ ჯანსაღი გარემოს დასამკვიდრებლად ეს ნორმა უნდა იყოს. ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით. ამასთანავე, ამ კამათში მნიშვნელოვანია იმ ერთობის სულისკვეთების შენარჩუნება, რაც კრიტიკულია ბრძოლისთვის. ამიტომ ერთმანეთს გულისყურით და პატივისცემით უნდა ვუსმინოთ. სწორედ ასე ვიღებ ყველა გამოთქმულ აზრს ნებისმიერ ეთერზე. რაც შეეხება გუშინდელ ეთერს: რა თქმა უნდა, თავშიც არ მქონია რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე საუბარი, გამიკვირდა როდესაც ერთ-ერთმა ჯგუფმა, ერთობამ, რაიმენაირად ეს თავის თავს დაუკავშირა. გუშინ ვცდილობდი ამეხსნა, ის რომ თვეები გავიდა ბრძოლაში, არ ნიშნავს არც ფუჭად დაკარგულ დროს და არც უშედეგობას, რადგან ჩვენი შეგნებული არჩევანია არა ძალადობრივი ქმედებები, რაც გვინახავს 90-იანებში, არამედ პრინციპული და მტკიცე წინააღმდეგობა, რომელიც რეჟიმის დემონტაჟს მოახდენს. ეს წინააღმდეგობა არ ნიშნავს „პეპლებს“, ან როგორ უნდა ნიშნავდეს, როცა მე თვითონ არაერთ ფიზიკურ დაპირისპირებაში ვყოფილვარ მოძალადე პოლიციელებთან და ასე იქნება სულ, რადგან ეს სამართლიანი და სწორია. რადგან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ეტყობა კარგად ვერ გამოვხატე. არის „წითელი ხაზები“, რომელიც არცერთ ჯგუფს არც ერთხელ არც დაურღვევია და არც დაარღვევს, მჯერა, და არის ბრძოლის ტაქტიკა, რომელზეც მუდმივად უნდა ვიმსჯელოთ. ამიტომ კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ცარიელ კარს ნუ ამტვრევთ. პატივისცემა ყველა თანამებრძოლს“, - წერს ხოშტარია. ინფორმაციისთვის, გუშინ, ელენე ხოშტარიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „ჩვენ არ ვართ იმ ბრძოლაში, როდესაც ერთი მრავალრიცხოვანი აქცია გამოვა და იქ რაღაც დამთავრდება. ღიად ვიტყვი, ძალადობრივი დამხობა, რომლის მომხრეები ჩვენ არ ვართ. ამას ხელს არ შევუწყობთ, არ გავაკეთებთ, პირიქით, ხელს შევუშლით, რადგან ეს შეიძლება, შედიოდეს მხოლოდ რუსეთის და „ქართული ოცნების“ ინტერესებში. ისტორიულად ყოფილა ასეთი ეტაპები, როდესაც აუღიათ იარაღი და ასე ამხობდნენ ერთ დღეს გასვლით ქუჩაში, მაგრამ ეს ჩვენ არ გვინდა, ამ ქვეყანას არ სჭირდება და არ შეიძლება“.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)