|
2025-05-09 14:36:58, 813 ნახვა
პოლიტიკა
ლატვიის ელჩის განცხადებით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვას ლატვიაც აპირებს
ჩვენ მივყვებით ჩვენს შიდა პროცედურებს, ამიტომ ვერ დავასახელებ თარიღს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება ერთ თვეში, ან მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენც შევუერთდებით ამ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ლატვიის ელჩმა საქართველოში ედიტე მედნემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ის ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ესტონეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ჩვენ მივყვებით ჩვენს შიდა პროცედურებს, ამიტომ ვერ დავასახელებ თარიღს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება ერთ თვეში, ან მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენც შევუერთდებით ამ გადაწყვეტილებას. შესაძლოა, პროცედურების გამო მეტი დრო დაგვჭირდეს, მაგრამ ეს მოხდება“, - განაცხადა ელჩმა. ამასთან, ელჩის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ლატვიამ წლების წინ სწორედ იგივე გზა გაიარა. „როდესაც 21 წლის წინ ჩვენ, ლატვიელები, შევუერთდით ევროკავშირს და გავხდით წევრი სახელმწიფო, ეს იყო ხანგრძლივი, თითქმის 10-წლიანი გაწევრიანების პროცესი და ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნები ჩვენთვის იგივე იყო, რაც სხვა ქვეყნებისთვის და შესაძლოა, ეს არც ისე მარტივი გზა იყო, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ გავერთიანდით, შევასრულეთ ყველა მოთხოვნა და შევუერთდით ევროკავშირს. მინდა ვუთხრა ყველა ქართველს, რომ ერთად იმუშაონ, გაერთიანდნენ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. ნამდვილად შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება საქართველოში და როგორც ვთქვი, დღეს ზეიმის დღეა, დღეს იმედის დღეა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ცხოვრება ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ნამდვილად შეიცვალა და ახლა ჩვენ ვართ ლატვია უსაფრთხო, წესებზე დაფუძნებული დემოკრატიული სამყაროს ნაწილი“, - განაცხადა ლატვიის ელჩმა.
მაკრონმა ტრამპს უპასუხა: საფრანგეთი ყოველდღე არ დაადასტურებს თავის სუვერენიტეტს ვიღაცის უცნაური განცხადებების გამო
მომავალ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაახლოებით 130 მსოფლიო ლიდერი შეიკრიბება
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)