|
2025-05-07 17:43:38, 756 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობა გლობალური ომის ძალებს უნდათ
მთავარი კავკასიაში დაპირისპირების დაწყება იყო, ვიღაცის გეოპოლიტიკურ ხედვაში შეიძლება, ეს ნორმალურია, მაგრამ საქართველოსთვის არა, კარგად გაიხსენონ ის ომები, რომელიც საქართველომ გაიარა და ნახონ, ქვეყანას რა შედეგი მოუტანა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობა გლობალური ომის ძალებს უნდათ, ისინი ამ მიზნის მისაღწევად ბალტიელებს იყენებენ. „ლატვიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ვიდრე უკრაინაში ომია, ლატვიის საზღვრებთან სიმშვიდეა და რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხე არ არისო. ეს ის მთავარი ამოსავალი პასუხია, რის გამოც ბალტიისპირეთის ქვეყნები მოწადინებულები არიან, რომ საქართველო რუსეთს შორის ისეთი კონფრონტაციული ვითარება იყოს, რაც მათი გაგებით, მათ საზღვრებს კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოს გახდიდა. საქართველოს მიმართ მათ ქმედებებს სხვა ახსნა არ გააჩნია. მეორე ფრონტის საკითხი აქტუალურია. საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობა მხოლოდ ბალტიელებს არ უნდათ, ეს უნდათ გლობალური ომის ძალებს, ისინი ამ მიზნის მისაღწევად ბალტიელებს იყენებენ. საქართველოს კონფლიქტში ჩათრევა მიზანი რომ იყო, სახეზეა. ეს ჩანდა, როგორც საგარეო განცხადებებიდან, ასევე ქვეყნის შიგნით მაპროვოცირებელი პროცესებით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებებით და იმ შეხვედრებიდან, რომელიც მაშინდელ თანამდებობის პირებთან უცხოელი ელჩების მონაწილეობით იმართებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ გამოხატული მწვავე დამოკიდებულების მიზეზია, რომ რუსეთის მიმართ სამხრეთ კავკასიიდან ცეცხლი უნდა გახსნილიყო, რაც რუსეთისთვის უკიდურესად მძიმე მოვლენა, მაგრამ საქართველოსთვის გამანადგურებელი იქნებოდა. „საქართველოს მიმართ გამოხატული მწვავე დამოკიდებულების მიზეზია, რომ რუსეთის მიმართ სამხრეთ კავკასიიდან ცეცხლი უნდა გახსნილიყო, რაც რუსეთისთვის უკიდურესად მძიმე მოვლენა, მაგრამ საქართველოსთვის გამანადგურებელი იქნებოდა. ამაზე უარი ვთქვით და ახლა მცდელობაა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ ან ისეთი მოიყვანონ, რომელიც ამ მიმართულებით მორჩილი იქნება. ევროპარლამენტის რეზოლუციაში იყო ჩაწერილი, რომ ჩვენ რუსეთისთვის სანქციები უნდა დაგვეწესებინა, რაც გამოიწვევდა არა მხოლოდ ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნას, არამედ რუსეთი მხოლოდ ეკონომიკური შემოტევით არ შემოიფარგლებოდა და შეეცდებოდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი ან პროქსი ომი წამოეწყო. რუსეთისთვის ეს საჭიროებას გააჩენდა დამატებითი ძალების გადმოსროლის და რუსულ ძალებს დაქსაქსავდა, მაგრამ ეს დამანგრეველი იქნებოდა საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მაკრონმა ტრამპს უპასუხა: საფრანგეთი ყოველდღე არ დაადასტურებს თავის სუვერენიტეტს ვიღაცის უცნაური განცხადებების გამო
მომავალ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაახლოებით 130 მსოფლიო ლიდერი შეიკრიბება
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)