|
2025-05-03 16:01:11, 967 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - აუცილებლად შეიქმნება კოალიციური მთავრობა
ჩვენ ერთიანობას მუდმივად ვლობირებდით. როდესაც ჩაინიშნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს ისეთ შედეგს, რომ ყველას მოუწევს დალაგება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და, მათ შორის, კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე საუბარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციაში კოორდინაციის პრობლემა არ არის. „აუცილებლად შეიქმნება კოალიციური მთავრობა, რადგან ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. გასაგებია, რომ ყველა პარტიას აქვს საკუთარი დღის წესრიგი. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ორიენტირების ნაცვლად, სჯობს, ისევ „ქართულ ოცნებას“ ებრძოლონ. საბოლოო ჯამში, მათაც მოუწევთ პოლიტიკური მოცემულობის აღქმა, გაანალიზება, რომ თუ სურთ, ქართველი ხალხის დაკვეთას უპასუხონ სისტემის დემონტაჟის შემდეგ, უნდა ითანამშრომლონ „ნაციონალურ მოძრაობასთან““, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)