|
2025-05-01 12:46:33, 658 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია ფრენებზე - ეს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ოკუპაციის და ანექსიური პროცესების კიდევ ერთი გამოხატულებაა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
1-ელი მაისიდან რუსეთი სრულიად უკანონოდ რეგულარულ სამგზავრო ავიამიმოსვლას იწყებს მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, სოხუმის აეროპორტში, რომელსაც 2006 წლიდან საერთაშორისო კოდი აღარ გააჩნია - ეს, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ოკუპაციის და ანექსიური პროცესების კიდევ ერთი გამოხატულებაა,- ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ავიამიმოსვლის დაწყებას. თეონა აქუბარდიას განმარტებით, „ქართული ოცნება“ ამ ფაქტს „ჩუმი თანხმობით ხვდება“, ამიტომ აქუბარდია, მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, რომ შეაფასონ და დაგმონ საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ გადადგმული აღნიშნული ნაბიჯი. „ეს [ფრენების დაწყება] ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ოკუპაციის და ანექსიური პროცესების კიდევ ერთი, დამატებითი გამოხატულებაა, თუმცა მაშინ, როდესაც ივანიშვილის „ოცნება“ დასავლეთს და გამოგონილ „გლობალური ომის პარტიას“ უცხადებს ომს, კიდევ უფრო მკაფიოა მათი სიცრუე სუვერენიტეტის განმტკიცების თუ დაცვის ირგვლივ! ბუნებრივია, ნამდვილი მტრის მიერ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ანექსიის ამ ახალ განზომილებას „ოცნება“ ჩუმი თანხმობით ხვდება, რამდენადაც დღემდე არცერთი საჯარო განცხადებით დაგმობა არ მოუხდენია მაკა ბოჭორიშვილს და არც ერთხელ საჯაროდ არ მიუმართავს ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისთვის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად! მედიაში გამოქვეყნებული, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება საგარეოს დუმილის ფონზე არაფერია, მით უფრო მაშინ, როცა ირღვევა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტური და ძირითად პრინციპები და როცა საქართველოს შეუძლია გამოიყენოს საერთაშორისო მექანიზმები ნამდვილი სუვერენიტეტის დასაცავად. თუმცა, აგერ, უკვე ორი წელია უშედეგოდ ვითხოვ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას პოლიტიკური პარტიისგან, რომელმაც ამ ნამდვილი სუვერენიტეტის მხარდამჭერი მეგობრები მტრად შერაცხა და ამით დაადგა გზას, სადაც მხოლოდ პარტიის სუვერენიტეტს იცავს ქვეყნის საწინააღმდეგოდ. მივმართავ საქართველოში დასავლეთის ქვეყნების აკრედიტებულ საელჩოებს, მიუხედავად საგარეო უწყების დუმილისა, შეაფასონ და დაგმონ საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ გადადგმული ეს ახალი განზომილება. მივმართავ ყველა ჩვენს იმ თანამოქალაქეს, ვისთვისაც საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული ინტერესია, დაინახონ სხვაობა პარტიისა და ქვეყნის სუვერენიტეტს შორის. დავდგეთ ერთად და ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ მშვიდობიანად ისე როგორც ეს საქართველოს მხრიდან არაერთგზის საჯაროდაა გაცხადებული დავიცვათ საქართველოს ერთიანობა, დემოკრატია და ევროპული მომავალი, რომელიც ამ ერთიანობის საუკეთესო შესაძლებლობაა“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)