05:58 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 17:10:19, 457 ნახვა

პოლიტიკა
თვითმმართველობის წევრები რექტორს სთავაზობენ, რომ თუ გაგდადგება, მაშინ მანდატს თვითმმართველობაც დათმობს

თვითმმართველობის წევრის გიორგი სარალიძის განცხადებით, ამ წუთებში რექტორ ვლადიმერ პაპავასთან მოლაპარაკების მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

სარალიძის თქმით, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, თვითმმართველობის წევრებმა ვლადიმერ პაპავას შესთავაზეს, რომ თუ ის დატოვებს თანამდებობას, ამ მოწვევის თვითმმართველობა საკუთარ მანდატს დათმობს და ახალი თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნება.

თუმცა, სარალიძის განმარტებით, ვლადიმერ პაპავა ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს და რექტორობიდან გადადგომას არ აპირებს.

თვითმმართველობის წევრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგება და მიმდინარე მოლაპარაკებები კონსესუსით არ დასრულდება, სტუდენტური შიმშილობა დაიწყება.

მედიისთვის ცნობილი იყო, რომ თვითმმართველობის რამდენიმე წევრს შიმშილობა ჰქონდა დაწყებული. მათ შორის თვითმმართველობის პრეზიდენტსაც, რომელმაც ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა როგორც ახლა გიორგი სარალიძე ამბობს, ამ წუთის მდგომარეობით, თვითმმართველობის არც ერთი წევრი არ შიმშილობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics