|
2025-04-25 13:35:10, 778 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ საქმიანობისთვის, რომელიც გასწია
ვფიქრობ, რომ ეს ის მომენტია, როდესაც მადლობა უნდა გადავუხადოთ მას იმ საქმიანობისთვის, რომელიც ქვეყნის წინაშე გასწია - დარწმუნებული ვარ, რომ ის, როგორც ამ შემთხვევაში, არაპოლიტიკოსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომ განვითარებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, „იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირი წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში“, ირაკლი ღარიბაშვილმა კი მკაცრი, პირდაპირი პოზიცია დაიჭირა, რაც საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაში განმსაზღვრელი იყო. “იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ბაიდენს ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირი წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში. აშშ-ს ყოფილი ელჩი პირდაპირ, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, მათ შორის ჩემs კაბინეტშიც იყო იმისთვის, რომ საქართველო ეიძულებინა რუსეთთან ესკალაციაზე წასულიყო. ირაკლი ღარიბაშვილის მაშინდელი მკაცრი, პირდაპირი პოზიცია, მისი როლი მშვიდობის შენარჩუნებაში ბაიდენის ადმინისტრაციის პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად, ამ მხრივ არის განმსაზღვრელი. მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მაშინ მან ამ წნეხს გაუძლო. გარდა ამისა, მისი მონაწილეობა განმსაზღვრელი იყო იმისთვის,რომ „კოვიდის“ პერიოდიდან საქართველო წარმატებულად გამოსულიყო.შეგახსენებთ, 2021 წელს, როდესაც გიორგი გახარია აშშ-ს ყოფილი ელჩის კარნახით გადადგა თანამდებობიდან იმისათვის, რომ ჩამოეშალა ხელისუფლება, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა აიღო საკუთარ თავზე მთავრობის ხელმძღვანელობა და ზუსტად იმ მომენტიდან ეკონომიკური ზრდა დაიწყო საქართველოში,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყნის წინაშე გაწეულის საქმიანობისათვის მადლობას უხდის ღარიბაშვილს და მის ოჯახთან ერთად წარმატებას უსურვებს. „დარწმუნებული ვარ, რომ ის, როგორც ამ შემთხვევაში არაპოლიტიკოსი, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომ განვითარებაში“, -აღნიშნა პაპუაშვილმა. ამასთან: კითხვაზე თუ რატომ წავიდა ღარიბაშვილი ქვეყანაში შექმნილი პრობლემების ფონზე, მათ შორის, იმ დროს, როცა „ქართულ ოცნებას“ „დიფ სთეითი“ არ დაუმარცხებია, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „დიფ სთეითი“ ტრამპის ადმინისტრაციის დასამარცხებელია. „ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილების მოტივაციაზე დაწვრილებით ისაუბრა. რაც შეეხება „დიფ სთეთის“ დამარცხებას - „დიფ სთეითი „არის ტრამპის ადმინისტრაციის დასამარცხებელი. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ. პრეზიდენტ ტრამპს გამოცხადებული აქვს, რომ მისი მიზანი „დიფ სთეითის“ დამარცხებაა, რაშიც ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, გაექცა თუ არა ღარიბაშვილი პოტენციურ სანქციას იმ დროს როცა, ის „ლიდერშიფში“ ერთადერთი ადამიანია, რომელიც არ დასანქცირებულა, პაპუაშვილი პასუხობს რომ, არც თავადაა დასანქცირებული. „რატომ?! მეც არ დავსანქცირებულვარ,“ - აღნიშნა მან. გარდა ამისა, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარტიის ყრილობაზე გადაწყდება, თუ ვინ გახდება „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)