13:02 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-21 15:23:34, 808 ნახვა

მსოფლიო
გარდაცალებამდე პაპმა მისივე დაკრძალვის რიტუალი გაამარტივა

2024 წლის 29 აპრილს პაპი ფრანცისკეს მიერ დამტკიცებული დაკრძალვის წესების ახალი გამოცემის მიხედვით, მისი დაკრძალვის ცერემონია გამარტივებულად ჩატარდება.

Ordo Exsequiarum Romani Pontificis-ის თანახმად, პაპის გარდაცვალების დადასტურება იმ ოთახის ნაცვლად, სადაც იგი გარდაიცვალა, ტაძრის სამლოცველოში მოხდება, ხოლო მისი ნეშტი დაუყოვნებლივ მოთავსდება კუბოში.

ახალი ცვლილებების ფარგლებში გაუქმდა სამმაგი კუბოს გამოყენების ტრადიცია, რომელიც კვიპაროსის, ტყვიისა და მუხისგან მზადდებოდა. 

პაპის გადაწყვეტილებით, მას ხის უბრალო კუბოში ჩაასვენებენ, რომელიც შიგნიდან თუთიის ფენით იქნება დაფარული.

ასევე გაუქმდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პაპის ცხედარი პატივის მისაგებად წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ამაღლებულ პლატფორმაზე თავსდებოდა.

მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ პაპის კუბოს თავმოხდილ მდგომარეობაში მიაგონ პატივი.

ფრანცისკე იქნება პირველი პაპი ბოლო ასი წლის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ.

პაპის სურვილით მისი საბოლოო განსასვენებელი Santa Maria Maggiore-ს ბაზილიკა იქნება.

ცვლილებების მიხედვით, ცერემონიაში გამოყენებული იქნება პაპის ყველაზე მარტივი ტიტულატურა და არ იქნება ცერემონიული შეჩერება პაპის სასახლეში.

"პაპმა ფრანცისკემ მოითხოვა ამ წესების განახლება, რათა რიტუალები გამარტივდეს და უკეთესად ასახავდეს ეკლესიის აღდგომილი ქრისტესადმი რწმენას". - აღნიშნა პაპის ლიტურგიული ცერემონიების ხელმძღვანელმა, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ.

მისი თქმით, ახალი რიტუალი კიდევ უფრო მეტად უნდა გამოხატავდეს, რომ "რომის პონტიფექსის დაკრძალვა არა ამქვეყნიური ძლევამოსილი პიროვნების, არამედ ქრისტეს მოწაფის დაკრძალვაა". 

პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics