|
2025-04-15 10:42:07, 807 ნახვა
მსოფლიო
ვიაჩესლავ ვოლოდინი - კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. „კალასი უნდა გადააყენონ თანამდებობიდან და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ“, - დაწერა ვოლოდინმა „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, კალასმა მუქარაზე გადაინაცვლა და ულტიმატუმი წაუყენა არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს, არამედ იმ კანდიდატებსაც, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ და მოითხოვა, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს. „კალასის განცხადება უპატივცემულობაა იმ ადამიანების ხსოვნის მიმართ, ვინც თავი გასწირა მსოფლიოს ფაშიზმისგან გადასარჩენად“, - აღნიშნა ვოლოდინმა. მისი თქმით, რუსეთში მიღებულია კანონი, რომელიც კრძალავს ნაციზმის რეაბილიტაციას და არსებობს რეგულაციები, რომლებიც კალასის მსგავსი ადამიანების პასუხისგებაში მიცემის საშუალებას იძლევა. „დადგება დრო, როდესაც ის და მისი მსგავსი ადამიანები პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის, რომლებიც შეურაცხყოფენ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც მსოფლიო გადაარჩინეს. ჩვენი მოვალეობაა მათი დაცვა“, - განაცხადა ვოლოდინმა. კაია კალასმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში და ამის ნაცვლად, სოლიდარობა გამოხატონ უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ევროკავშირს ასევე არ სურს, რომ მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს ბლოკის რომელიმე პოტენციური წევრი შეუერთდეს.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)