|
2016-03-14 17:20:41, 396 ნახვა
პოლიტიკა
ჩიხრაძე კადრებზე: პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ყველანი მზად ვართ ამ ბრძოლაში შეუპოვრები ვიყოთ
ეს არ არის კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული შანტაჟი, ეს არის მორალური ტერორი მთელი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტისა და არასამთავრობოების დღევანდელ შეხვედრაზე ბუნებრივია ინფორმაციის გაცვლა მოხდა. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, ინფორმაციის გაცვლაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის სულისკვეთება, რომელიც ხალხში სუფევს. „ხალხი მზად არის, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მოქმედებები, რომელიც იყო წინა პერიოდში „ეს შენ გეხება“-ს ფორმატში იქნას ბევრად უფრო გააქტუალურებული და ადმინისტრაციაც ყველანაირად არის მოწადინებული და მომზადებული საიმისოდ, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა ჩიხრაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის. „ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოების ვალია სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ყველანი ვიყოთ აქტიურები. პრეზიდენტმა დღევანდელი შეხვედრით ეს თავისი აქტიურობა დაადასტურა. პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ყველანი მზად ვართ ამ ბრძოლაში ვიყოთ ძალიან შეუპოვრები“, - განაცხადა ჩიხრაძემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი კონკრეტულ მექანიზმებზეც იყო. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა განმარტა, საუბარი იყო იმაზე თუ როგორ შეიძლება პრევენციული ბრძოლა ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, კანონმდებლობა ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. საუბარი იყო იმაზეც, თუ როგორ შეიძლება ამოქმედდეს დაბლოკვის მექანიზმი ასეთი ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში. „საკითხთა საკითხი არის ის, რომ საზოგადოება იყოს აბსოლუტურად შეუგუებელი ამ ტიპის ინფორმაციისადმი. ჩვენ გამოვუცხადებთ თანადგომას ყველა იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ასეთი ტიპის შანტაჟის მსხვერპლი გახდეს“, - განაცხადა ჩიხრაძემ.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)