|
2016-03-14 15:40:18, 489 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მივმართავ ბნელ ძალებს, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის შანტაჟს აპირებთ, თითოეულს გიპოვნით
„მივმართავ ბნელ ძალებს, რომლებიც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩვენი მოსახლეობა, თითოეულს გიპოვნით, ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. „მივმართავ ბნელ ძალებს, რომლებიც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოება. თითოეულს გიპოვნით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს, თქვენი რაღაც შავბნელი იდეებით. მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფლები. თავისუფალი მათ შორის ნიშნავს იმას, რომ არ გვეშინოდეს და იმისთვისს, რომ ჩვენ არ გვეშინოდეს, არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ამაზრზენ ვიდეოებს (ამაზრზენი არა იმიტომ, რომ სექსუალური ცხოვრება ამაზრზენია, არამედ იმიტომ რომ მისი გადაღებაა ამაზრზენი) და ამ ამაზრზენ პროცესს რამენაირად დააკვირდება, უნდა იცოდეს, რომ ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების მორალური თანამონაწილე ხდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ თემის განხილვაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და ძალოვან უწყებებთან აქტიურად არის ჩართული. მისივე თქმით, მთელი სახელმწიფო სისტემა, ყველა თავისი რესურსით, მობილიზებულია და კოორდინირებულად მუშაობს. „დილიდან ძალიან აქტიურად ჩართული ვარ ამ თემის განხილვაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, ძალოვან უწყებებთან და დაგარწმუნოთ ყველა, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა, ყველა თავისი რესურსით, მობილიზებულია და კოორდინირებულად მუშაობს. ეფექტი ნამდვილად იქნება, მაგრამ იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიან მალე გაიხსნას კონკრეტული დანაშაული, მაგრამ თუ საზოგადოებამ არ ვაჯობეთ და არ გადავაბიჯეთ იმას, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ ამით ჩვენს მოქალაქეებს დააშანტაჟებს, რომ ამით პოლიტიკურ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას, რომ ეს ჩვენ შეიძლება გვაინტერესებდეს, რომ მათსავით ავადმყოფი ფსიქიკა გვაქვს და შეიძლება ამაში ჩავერთოთ, ამაში ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ. არამარტო კრიმინალის გახსნით, არამედ ღიად ამ ყველაფრის დაგმობით და ამის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)