|
2016-03-11 15:57:30, 521 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთს დაევალა, წარმოადგინოს ანალიზი თუ როგორ გამორიცხავს დეპორტაციის განმეორებას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულების შესახებ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია და ანალიზი იმისა, თუ როგორ გამორიცხავს მათ მიერ გატარებული ღონისძიებები მსგავსი ადმინისტრაციული პრაქტიკის, კერძოდ დეპორტაციის განმეორებას მომავალში. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეო უწყების ცნობით, ამ საკითხზე 8-10 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1250-ე სხდომაზე იმსჯელეს. „2016 წლის 8-10 მარტს გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1250-ე სხდომა ადამიანის უფლებათა საკითხებზე. სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ განაჩენი 2014 წელს გამოიტანა საქართველოს სასარგებლოდ. საქმე ეხება 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის დასაწყისამდე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დაკავებასა და დეპორტირებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულების შესახებ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია და ანალიზი იმისა, თუ როგორ გამორიცხავს მათ მიერ გატარებული ღონისძიებები მსგავსი ადმინისტრაციული პრაქტიკის, კერძოდ დეპორტაციის განმეორებას მომავალში. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ავალდებულებს რუსეთის მხარეს, წარმოადგინოს ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიერ მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, რაც გულისხმობს სასამართლოსთან თანამშრომლობას, მათ შორის სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას კონკრეტულ საქმესთან მიმართებით“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)