|
2016-03-10 09:10:31, 379 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი იმედოვნებს, უვიზო რეჟიმის საკითხზე პროცესი რამდენიმე თვეში წარმატებით დასრულდება
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა და მას მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. პრემიერი იმედოვნებს, რომ უვიზო რეჟიმის საკითხზე პროცესი რამდენიმე თვეში წარმატებით დასრულდება. „დღევანდელი სხდომა, ალბათ, უნდ დავიწყოთ იმ მნიშვნელოვანი დადებითი სიახლით, რაც გუშინ შევიტყვეთ. ევროკომისია გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნის, ხალხის ძალიან დიდი წარმატება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ჩვენ მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან პერტნიორებს, ყველას, ვინც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამ პროცესის მართლაც ასე პოზიტიურად წარმართვაში. ევროკომისიის მხრიდან ამ ინიციატივას მოყვება განხილვა ერთდროულად ორივე ინსტიტუციაში, ესაა ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი. ალბათ, რამდენიმე თვეში პროცესი წარმატებით დასრულდება. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს პროცესი ჩქარა წარიმართება. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარს საკანონმდებლო წინადადების ინიცირებისათვის, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საფუძველზე და რა თქმა უნდა ევროკომისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათის ამ პროცესში. მადლობა ყველას, ვინც პოზიტიური წვოლილი შეიტანა ამ პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის ძალიან დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგი. ეს არის ასევე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის შედეგიც და ამისთვის მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო და მოგილოცოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)